|
2018-10-24 11:20:14, 1105 ნახვა
საზოგადოება
წელს ბიზნესდაჯილდოებაში 346 კომპანია მონაწილეობს
ბიზნესდაჯილდოება 2018-ზე რეგისტრაცია დასრულდა. სულ წარმატებით დარეგისტრირდა 346 კომპანია, რომლებიც ნომინაციების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდნენ: წლის სტარტაპი - 34 % ბიზნესი დადებითი გავლენისთვის - 25 % წლის ქართული პროდუქტი - 14 % წლის ქალი მეწარმე - 12 % წლის ტურისტული ბიზნესი - 10 % წლის ბიზნესი - 6 % დამოუკიდებელი ჟიური ფინალისტებს ნოემბერში გამოავლენს, რომელთა საკომუნიკაციო კამპანიას თიბისი ბანკი წარმართავს. ბიზნესდაჯილდოების 6 გამარჯვებული კი, დეკემბერში გამოვლინდება. გამარჯვებულებს სურვილისამებრ, შეეძლებათ აირჩიონ მათთვის სასურველი პრიზი: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებგვერდი, ბრენდ სტრატეგია და საიმიჯო კამპანია, პროგრამული უზრუნველყობა (კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია ან ვებ-სერვისი). "თიბისი ბანკი" უკვე მესამე წელია წარმატებით ახორციელებს პროექტს „ბიზნესდაჯილდოება“, რომლის მიზანია ბიზნესსოციუმის განვითარება და ბიზნესების მხარდაჭერა. დაჯილდოება საზოგადოებას ყოველწლიურად აცნობს სხვადასხვა ბიზნესსექტორში მოქმედი კომპანიების წარმატების ისტორიებს და პოპულარიზაციას უწევს ბიზნესის კეთებას საქართელოში.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)