15:11 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 21:38:07, 1237 ნახვა

საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი - მსურს, პრეზიდენტის ფონდიდან ახალგაზრდებს დავეხმაროთ

 

„მსურს, პრეზიდენტის ფონდიდან ახალგაზრდებს დავეხმაროთ“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ჯიპა"-ს სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ახალგაზრდები ქვეყანაში პერსპექტივას ვერ ხედავენ, საზღვარგარეთ მიდიან. სალომე ზურაბიშვილის აზრით, მისთვის ძალიან საინტერესო მიმართულებაა ინოვაციები და ნოვატორული პროექტები, ამიტომ ამ სფეროს განვითარებაში თავადაც იქნება ჩართული.

ჩემთვის ძალიან საინტერესო მიმართულებაა ინოვაციები და ნოვატორული პროექტები. ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყანაში დაჯილდოებულები არიან თავიანთი გამოგონებებისთვის, ამ კუთხით წარმატებულები არიან. აქაც, ვინც არის აღიარებული, ხშირად უფრო უცხო ორგანიზაციების მიერ, ვიდრე სახელმწიფოს მიერ, ხშირად ისინიც მიდიან.

„ტექნოპარკები ძალიან საინტერესო წამოწყებაა. მე არაერთხელ ვარ ნამყოფი თბილისში და ასევე რეგიონებში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მსურს, სწორედ პრეზიდენტის ფონდიდან დავეხმაროთ ახალგაზრდებს. ჯერ ზუსტად არ ვიცი, რამდენად დაეხმარება მათ ეს ფონდი. ახალგაზრდები მიდიან ქვეყნიდან, სადაც ვერ ხედავენ პერსპექტივას, სადაც არ ფასდება მათი ინიციატივები, ეს ყველაზე მეტად აკლია ამ საზოგადოებას. სახელმწიფოს სჭირდება ახალი სისხლი და ინიციატივები. ეს იქნება ერთ-ერთი მიმართულება, რომელშიც ჩართული ვიქნები", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში სამიზნეები დაბომბა
ბათუმში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics