|
2018-10-23 20:24:06, 1236 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში შვიდ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, შვიდ მისამართზე ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი ხევისუბნის ქ. N12-ში ხორციელდება, სადაც 60 გრძივ მეტრზეწყალსადენის ქსელი და 150 გრძივ მეტრზე წყალარინების სისტემა იცვლება. ასევე, მონტაჟდება შვიდი საკომუნიკაციო ჭა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო. „აღნიშნულ კორპუსში მიწისქვეშა კომუნიკაციების გამო, სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები შეიქმნა, რაც პროექტის დასრულების შემდეგ სრულად აღმოიფხვრება. მოძველებული მილები ახლითიცვლება, რის შემდეგაც, შენობის მიმდებარედ ასფალტის საფარიდაიგება. საბოლოო ჯამში, კორპუსში მცხოვრები 81 ოჯახის საცხოვრებელი გარემო გაუმჯობესდება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. 2018 წლის იანვრიდან დღემდე,მსგავსი პროექტი 13 მისამართზე განხორციელდა. შვიდი პროექტი კი წლის ბოლომდე დასრულდება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციისთვის გამგეობის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ჯამში, 500 000 ლარია გათვალისწინებული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)