|
2018-10-22 19:29:45, 2095 ნახვა
საზოგადოება
„პრობლემებს ხელოვნურად გვიქმნიან“ - შვილმოკლული მამების აქციაზე ინციდენტი მოხდა
პარლამენტის წინ წვიმის დროს შვილმკოკლული მამების აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლა სცადეს. სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და გამოდარებამდე პარლამენტის შენობაში შესვლა შესთავაზეს. ამის შემდეგ, აქციის მონაწილეები სახელმწიფო დაცვის სამსახურმა საკანონმდებლო ორგანოს შენობაში არ შეუშვა. სარალიძის თქმით, მას პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან. „პოლიციას ჩვენთვის ჰქონდა ასეთი რამე ნათქვამი, ოღონდ კარავი არ გაგვეშალა, წვიმის დროს შეგვიშვებდნენ პარლამენტის შენობაში. დაგვიხსნეს ჯებირები, შეგვიშვეს, მაგრამ იქიდან დაცვის სამსახურმა გამოგვყარა. არ შეიძლებოდა იქ ყოფნა. აღმოვჩნდით წვიმაში ისევ. მანქანაში მედო კარავი და ვცდილობდით იმის გაშლას. ვაფშე აგვიკრძალეს ყველაფერი. პროვოკაციას ჩვენთვითონაც ვერიდებით უკვე, იმიტომ რომ ვიცით, რომ აბსოლუტურად ყველანაირ ზეწოლაზე წამოვლენ. ჩვენთვითონაც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კანონის ჩარჩოებში მოვექცეთ, მაგრამ თავად არღვევენ იმ კანონს. შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის თანახმად ჩვენ გვაქვს დროებითი კარვის განთავსების უფლება,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)