|
2018-10-22 16:53:15, 1582 ნახვა
საზოგადოება
ინგა გრიგოლია ხვალ, ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე არ მივა
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციის“ წამყვანი ინგა გრიგილია, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაგეგმილ ინტერვიუზე არ მივა. როგორც ჟურნალისტმა facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, გადაცემა „რეაქცია“ ზუსტად იმ დროს მთავრდება, როცა ყოფილ პრემიერთან ინტერვიუა დაანონსებული, შესაბამისად მისვლას ვერ მოახერხებს. „გამარჯობა მეგობრებო, რადგან ამდენი ადამიანი მირეკავს და მეკითხება,მივდივარ თუ არა ხვალ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე,ბარემ აქვე დავწერ,სიამოვნებით წავიდოდი,რადგან მგონია,რომ საინტერესო ბრიფინგი იქნება,მაგრამ ხვალ 20.00-ზე მეწყება გადაცემა ,,რეაქცია,, რომელიც გრძელდება ზუსტად იმ დრომდე,როცა იწყება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ჟურნალისტებთან.ფიზიკურად ვერ მოვახერხებ,ამიტომ ტვ,,პირველი,, გადაწყვეტს ,ვინ მიიღებს მონაწილეობას ჩვენგან ამ შეხვედრაში. მადლობა ყურადღებისთვის, p.s-- ჩავამატებ ბარემ,ნებისმიერ დროს სიამოვნებით ავიღებ ინტერვიუს მისგან“, - წერს ინგა გრიგოლია. ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვალ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ივანიშვილი 23 ოქტომბერს, 22:00 საათზე, სამი ტელევიზიის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ტელეკომპანია „იმედიდან“ - ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან - გიორგი გაბუნიას და „ტვ პირველიდან“ - ინგა გრიგოლიას, მასთან ინტერვიუზე იწვევს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)