|
2018-10-20 15:34:23, 780 ნახვა
საზოგადოება
ზურაბიშვილი „საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს“ ესტუმრა
დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დღეს „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს" ესტუმრა. მან საშემოდგომო დღესასწაულის აღმნიშვნელ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. სკოლაში სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები სწავლობენ. სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანების თანაცხოვრება და ახალგაზრდებს ამ ტრადიციის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა. „ბედნიერი ვარ, რომ შევძელი აქ მოსვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სკოლაა. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა წარმომავლობის მქონე ადამიანები თანაცხოვრობენ, კარგად უგებენ ერთმანეთს. თქვენ აქ, ამ სკოლაში ამ მაგალითს აგრძელებთ, და ეს მთელი ცხოვრება ასე უნდა გაგრძელდეს. ეს ის ფასეულობაა, რამაც დღემდე მოგვიყვანა და არ შეიძლება მისი დაკარგვა, მინდა, მოგილოცოთ, რომ ეს თქვენ შეძელით, სკოლის ხელმძღვანელობას კი მადლობას გადავუხდი ამისთვის და გეტყვით, რომ როგორც პრეზიდენტი, მომავალში თქვენს გვერდით ვიქნები",-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)