|
2018-10-20 14:50:35, 1748 ნახვა
სამართალი
პოლიციამ განყოფილებაში „გირჩის“ ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური, ნიკა ობოლაძეც გადაიყვანა
დედანის ბაღში, სადაც პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ „კანაფის ფესტივალის“ გამართვას გეგმავს, სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. როგორც „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველებმა ჩხრეკის მიზნით პარტიის კიდევ ერთი წევრი, ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური ნიკა ობოლაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ჯაფარიძის შეფასებით, პოლიცია ყველანაირად ცდილობს, რომ ფესტივალის გამართვაში ხელი შეუშალოს. „უკვე სამი ადამიანი წაიყვანეს. შევთავაზეთ, რომ მათი ჩხრეკა და გასაუბრება ადგილზე მომხდარიყო, თუმცა უარი გვითხრეს. ბაღში არ შემოგვატანინეს აპარატურა. ახლა ვცდილობთ, რომ ბაღთან მანქანები შემოვაყენოთ და ელექტროგაყვანილობა მანქანების მეშვეობით შემოვიყვანოთ. ყველანაირად ცდილობენ პრობლემები შექმნან, თუმცა არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემები, ფესტივალს მაინც ჩავატარებთ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. ბაღში ამ დროისთვის ათობით ადამიანია შეკრებილი. პოლიციამ ბაღის გარშემო ცოცხალი კორდონი აღმართა. ჯერჯერობით მოქალაქეებს ბაღში შესვლა-გამოსვლა თავისუფლად შეუძლიათ. „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი“ 16:20 საათზეა დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)