|
2018-10-20 13:48:05, 2636 ნახვა
სამართალი
მზადება „კანაფის ფესტივალისთვის“ - „გირჩის“ ლიდერები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი პოლიციაში გადაიყვანეს
„გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის, თქმით, ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია და ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი დააკავეს. ჯაფარიძის თქმით, ისინი განყოფილებაში არიან გადაყვანილი. ხვიჩია და მეგრელიშვილი „გირჩის" სხვა ლიდერებთან ერთად, დაკავების მომენტში დედაენის ბაღში იმყოფებოდნენ. "გვითხრეს, ჩხრეკაზე გადაგვყავს და განყოფილებაში უნდა გავჩხრიკოთო. შევთავაზეთ, რომ აქვე შეეძლოთ ჩხრეკა ჩაეტარებინათ, მაგრამ უარი გვითხრეს. ახლაც აქ მოძრაობს დიდი ჯგუფი. სავარაუდოდ, კიდევ მოვლენ და ასე ცალცალკე წაგვიყვანენ ყველას. სანამ ეს მომხდარა, მინდა, იცოდეთ, რომ ფესტივალი ტარდება ჩვეულებრივად. აქ ადამიანები შეიკრიბებიან 4:20-ზე, როგორც ეს დაგეგმილი იყო, მათ შორის ის ხალხიც, ვინც აქ აპირებს მოვიდეს, რაღაცები გაყიდოს, იყიდოს, იმხიარულოს, გაერთოს. მიზანი არის, რომ ფესტივალი შედგეს ნებისმიერ შემთხვევაში“, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. ხვიჩიას და მეგრელიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. ცნობისთვის, „გირჩი“ დღეს დედაენის ბაღში „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის“ გამართვას გეგმავს. ფესტივალი 16:20 საათზე უნდა დაიწყოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)