|
2015-06-10 12:58:44, 915 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ და მასტერქარდი მომხმარებელს აძლევენ შანსს დაესწროს უეფას სუპერთასის თამაშს
"საქართველოს ბანკი" და მასტერქარდი, მომხმარებელს აძლევენ შანს, დაესწროს უეფას სუპერ თასის თამაშს „დინამო არენაზე“ თბილისში. ის მომხმარებელი, ვინც 15 ივლისის ჩათვლით გადაიხდის საქართველოში გაცემული მასტერქარდის ბარათით, საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ, ავტომატურად გახდება გათამაშების მონაწილე. გათამაშებაში გათვალისწინებული იქნება სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, ასევე ონლაინ შესყიდვისას მასტერქარდის ბარათებით განხორციელებული გადახდები. გათამაშებას ეყოლება 11 გამარჯვებული, რომლებიც გამოვლინდებიან დოლურის პრინციპით, 27 ივლისს 12:00 საათზე. თითოეული გამარჯვებული მიიღებს 2 ბილეთს - ერთს ზრდასრულისთვის და მეორეს თანმხლები ბავშვისთვის, 11 აგვისტოს უეფას სუპერთასის თამაშზე დასასწრებად თბილისში. გამარჯვებულ ბავშვს მიეცემა უნიკალური შანსი დადგეს მსოფლიოში ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად მოედანზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.mastercardcampaign.ge
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)