|
2018-10-15 19:35:19, 2372 ნახვა
სამართალი
დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პროკურატურის შენობა დატოვა
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პროკურატურის შენობა დატოვა. საგამოძიებო უწყებამ ჯაფარიძე იმ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით დაკითხა, რომელშიც ის და მირზა სუბელიანი ფიგურირებენ. კონკრეტულ კითხვებზე თუ რატომ იმყოფებოდა ის პენიტენციურ დაწესებულებაში, აქვს თუ არა მართლაც სუბელიანს რამე მტკიცებულებები, რომელიც შეიძლება მან ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოიყენოს, ჯაფარიძეს ჟურნალისტებისთვის პასუხი არ გაუცია. შეგახსენებთ, ჩანაწერი გუშინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და ხელისუფლებას გაურიგდა, მაგრამ უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება მის ერთგულებას ჯეროვნად ვერ აფასებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე დაიწყო. ამასთან დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, ი.პ.-ს, პატიმარ მირზა სუბელიანის შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოსთხოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)