|
2018-10-15 15:18:51, 4953 ნახვა
ევროპის ამბები
ეკა ბესელია: გავრცელებული ჩანაწერის კანონიერებაზე სერიოზული კითხვები მაქვს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფიგურირებს. ბესელიას თქმით, მსჯელობა იმ საკითხით უნდა დაიწყოს, არის თუ არა ჩანაწერები ავთენტიკური. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კერძო კომუნიკაციის წესის დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. „ჩემთვის საინტერესოა ამ საკითხის სამართლებრივი მხარე. პირველ რიგში, ვიდრე შინაარსთან დაკავშირებით გადავალ და მე ასეთი მიდგომა მაქვს ყველა ჩანაწერთან დაკავშირებით, რომლის მოპოვება, შენახვა და გავრცელება მიმაჩნია, კანონით უნდა გადამოწმდეს, ეს არის კანონის მოთხოვნა. სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულს განეკუთვნება და უნდა გადამოწმდეს ავთენტურობა. გამოძიება რომ დაიწყო ეს არის საჭირო და დროული, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია რა ინფორმაციას დადებს გამოძიება. არის თუ არა ეს კანონიერი და ავთენტური. ერთი - არის თუ არა ეს კანონიერად მოპოვებული, თუმცა მეეჭვება, რომ ეს იყოს კანონიერად მოპოვებული თუნდაც იმიტომ, რომ პარლამენტის წევრი, რომელიც ადასტურებს ამ შეხვედრას, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ არ შეიძლება ფარული ჩაწერა მიმდინარეობდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. ამასთან, ბესელიას თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვინ მოიპოვა, უკანონო ჩანაწერი და ვინ გაავრცელა. „იმისთვის, რომ რაიმე ღირებულება ჰქონდეს სამართლებრივი და შინაარსზე იმსჯელო, ამაზე გავაკეთოთ კომენტარები, აუცილებელია ვიცოდეთ ავთენტურია თუ არა და კანონიერია თუ არა ეს ჩანაწერი. თუ ეს დადასტურდება ამის შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ შინაარსზე და დავსვათ ყველა კითხვა და გავარკვიოთ ყველა საკითხი. იქამდე მე მგონია, რომ არის არა მარტო არასერიოზული, არა მარტო ძალიან სახიფათო ასეთი მიდგომები, არამედ მგონია, რომ ეს ააშკარავებს ვიღაცის განზრახვას, რომ იქამდე ვიდრე კანონიერება და ავთენტურობა გარკვეული არ გვაქვს და უკვე შემაჯამებელი კეთდება, განსაკუთრებით თქვენი დირექტორის მხრიდან, ეს უკვე არის ის სურათი, რომელიც ყველაფერს თავდაყირა აყენებს", - აღნიშნა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა, აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის საუბარია ასახული, გუშინ გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი. საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)