|
2018-10-15 13:05:18, 1463 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი: სუბელიანის უფლებები დარღვეულია, რეალურად, კონფიდენციალური საუბრის ჩაწერა მოხდა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფიგურირებს. ლომჯარიას შეფასებით, ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება და ისიც, სადაც სუბელიანი, სავარაუდოდ, წამებაზე საუბრობს. „ამ ჩანაწერებიდან რაც ჩანს ალბათ არის ის, პროკურატურაში ნამდვილად არის გარკვეული არაფორმალური გავლენები და ასევე ახსენებს გარკვეულ დაინტერესებებს და ჩართულობას კონკრეტული პირების, კონკრეტული საქმეების საგამოძიებო მოქმედებების გარშემო“, - განაცხადა ომბუდსმენმა. რაც შეეხება სუბელიანს, ნინო ლომჯარიას თქმით, მისი უფლებები დაირღვა. „მისი უფლებები, ამ შემთხვევაში, არის დარღვეული. რეალურად კონფიდენციალური საუბრის ჩაწერა მოხდა ამ შემთხვევაში და ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით მისი უფლებების დაცვაში. თუკი მას ექნება სურვილი, რომ მოგვაწოდოს დამატებითი რაიმე ინფორმაცია ამ გარემოებების შესახებ, თუნდაც ჩაწერასთან თუ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. ასევე, იქ არის ასევე საუბარი ისეთ ფაქტებზე, რაც მის წინააღმდეგ მეტყველებს ძალიან სერიოზულ დანაშაულებზე, ამიტომ, არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იქნება, რამდენად ექნება სურვილი მას ჩვენთან თანამშრომლობის“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ცნობისთვის, სახალხო დამცველის წარმომადგენლები მირზა სუბელიანს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხვდებიან. შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა, აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის საუბარია ასახული, გუშინ გაავრცელა. ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი. საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.
მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, დრონებითა და საჰაერო ბურთებით თავდასხმების გამო
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
ტრამპის ადმინისტრაციამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) სანქციები დაუწესა
რადიო თავისუფლება- ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდი ლარით დააჯარიმა კრიპტოკომპანია, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი წილს სთხოვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)