|
2018-10-11 18:01:04, 1066 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ბრისტოლის მერს შეხვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისთან დაძმობილებული ქალაქის - ბრისტოლის მერს, მარვინ რისს შეხვდა. თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. კახა კალაძემ მარვინ რისს თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. თბილისის მერმა ყურადღება ასევე, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტისა და ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტებზე გაამახვილა. „ბრისტოლის მერთან საინტერესო შეხვედრა შედგა. აღსანიშნავია, რომ ბრისტოლი და თბილისი დაძმობილებული ქალაქებია. მიმდინარე წელს, ჩვენი დაძმობილების დღიდან 30 წელი სრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს ქალაქებს შორის არსებობს. დღევანდელ შეხვედრაზე თბილისში, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე ვისაუბრეთ. ბრისტოლს ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. გარდა ამისა, განვიხილეთ სხვადასხვა კულტურული პროექტი. ვისაუბრეთ მომავალ წელს, თბილისში ქუჩის მუსიკოსების საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებაზე. ვფიქრობ, რომ ორივე ქალაქს თანამშრომლობის ძალიან დიდი რესურსი აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ბრისტოლის მერმა მზადყოფნა გამოთქვა, ამ კუთხით არსებული გამოცდილება თბილისის მუნიციპალიტეტს გაუზიაროს. „მოხარული ვარ, რომ ულამაზეს ქალაქში ვიმყოფები, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. დღეს ვისაუბრეთ იმ საერთო გამოწვევების შესახებ, რომელთა გადასაჭრელადაც, ერთად მუშაობა შეგვიძლია. მათ შორისაა, ჰაერის დაბინძურება, მდგრადი განვითარება და ღამის ეკონომიკის ხელშეწყობა. მთავარია, რომ ამ ყველაფრის სათავეში ბრისტოლისა და თბილისის მეგობრობა დგას, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ“, - აღნიშნა მარვინ რისმა. შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო ბრისტოლისა და თბილისის დაძმობილების 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების თემას. აღსანიშნავია, რომ იუბილეს ფარგლებში, მიმდინარე წლის 19 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის ისტორიის მუზეუმმა ქართველი და ბრიტანელი ხელოვანების ერთობლივ გამოფენას - „ერთიანობა განსხვავებულობაშია, ბრისტოლი და თბილისი: 1988-2018“ უმასპინძლა, ხოლო 27-28 სექტემბერს, ბრისტოლის მხარის მიწვევით, დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ წამყვან მოკლემეტრაჟიან და ანიმაციური ფილმების ფესტივალზე (The Encounters Film Festival) საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგა. აღსანიშნავია, რომ ქართულ და ბრიტანულ ბიზნესსექტორებს შორის ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის მიზნით, „თიბისი ბანკისა“ და ბრისტოლის „სავაჭრო გილდიის“ ორგანიზებით, 12 ოქტომბერს, დაგეგმილია ერთობლივი ბიზნესკონფერენცია, რომელშიც თბილისისა და ბრისტოლის მერები მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრას ბრისტოლის მერთან ერთად, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი, ბრისტოლის სავაჭრო პალატის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს დური და ბრისტოლის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი ალიქს ჰიუზი ესწრებოდნენ.
(NS)
მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, დრონებითა და საჰაერო ბურთებით თავდასხმების გამო
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
ტრამპის ადმინისტრაციამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) სანქციები დაუწესა
რადიო თავისუფლება- ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდი ლარით დააჯარიმა კრიპტოკომპანია, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი წილს სთხოვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)