20:16 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-11 13:19:56, 906 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან უცხოური მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლის ახალი წესი ძალაში შევიდა

მომსახურების სააგენტომ, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, უცხოური მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლის წესში ცვლილება განახორციელა. ცვლილება დღეიდან შევიდა ძალაში.

ახალი რეგულაციის თანახმად, იმისათვის, რომ მოქალაქემ შეძლოს საზღვარგარეთ აღებული მართვის მოწმობის საქართველოში შეცვლა, აუცილებელია, რომ იგი მართვის მოწმობის აღებამდე უწყვეტად იყოს ნამყოფი (ნაცხოვრები) მართვის მოწმობის გამცემ ქვეყანაში სულ მცირე 185 დღე, 1 წლის განმავლობაში.

"საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ვადიანი მართვის მოწმობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარადგინოს: განცხადება; საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა; კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული მართვის მოწმობის დასტური (უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის წერილობითი მიმართვა ან ცნობა, რომელიც ადასტურებს მომსახურების სააგენტოში შესაცვლელად წარმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის გაცემის ან/და მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის არარსებობის ფაქტს); ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; მართვის მოწმობის გამცემი ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური უწყების მიერ საზღვრის კვეთის შესახებ გაცემული ცნობა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, დრონებითა და საჰაერო ბურთებით თავდასხმების გამო
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
ტრამპის ადმინისტრაციამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) სანქციები დაუწესა
რადიო თავისუფლება- ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდი ლარით დააჯარიმა კრიპტოკომპანია, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი წილს სთხოვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics