|
2018-10-10 14:07:40, 1101 ნახვა
საზოგადოება
ბახტაძე - საქართველოს ისტორიაში არასოდეს გვქონია საშუალება, მოგვეხდინა ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია ევროპაში
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ არასოდეს გვქონია ასეთი მძლავრი საშუალება, მოგვეხდინა ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია ევროპაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს თემატური სტენდების გახსნის შემდეგ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრობა საქართველოსთვის არის უნიკალური შესაძლებლობა, თავისი ტრადიციები, კულტურა, ანბანი, ლიტერატურა და ფასეულობები ევროპას უკეთ გააცნოს. „საქართველო რამდენიმე სტენდით არის წარმოდგენილი, ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს სპეციალური პავილიონი,რომელიც ეძღვნება მხოლოდ საქართველოს - ჩვენს კულტურას, ლიტერატურას, ფოლკლორსა და მეცნიერებას. წარმოდგენილია სტენდები, სადაც საშუალება გვეძლევა, მოვახდინოთ ჩვენი ღვინის პოპულარიზაცია. ევროპამ ოფიციალურად აღიარა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და ჩვენ 8000 წლის წინ დავიწყეთ ღვინის კეთება, რაც ევროპულ ცივილიზაციაში საქართველოს მიერ შეტანილი ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა. ამას ყველა აღიარებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს თემატური სტენდები მთავრობის მეთაურმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსსა და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად დაათვალიერა. სტენდების პავილიონში წარმოდგენილია წიგნის ცენტრის და ქართველი გამომცემლების, მეცნიერების, ინოვაციების სააგენტოს, სახელოვნებო, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სტენდები. საქართველოს თემატური სტენდები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრებს არაერთ ენაზე ნათარგმნ ლიტერატურას სთავაზობს, რომლის გაცნობის შესაძლებლობა დამთვალიერებელს კვირის ბოლომდე ექნება.
მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, დრონებითა და საჰაერო ბურთებით თავდასხმების გამო
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
ტრამპის ადმინისტრაციამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) სანქციები დაუწესა
რადიო თავისუფლება- ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდი ლარით დააჯარიმა კრიპტოკომპანია, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი წილს სთხოვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)