19:15 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 12:39:45, 1316 ნახვა

საზოგადოება
„ექსპერტიზის ბიუროზე ზეწოლა ხორციელდება“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი დახმარებისთვის დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს

პანკისის ხეობაზე სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემურლან მაჩაკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი დიპლომატებს საქმის მასალებს გააცნობენ. 

ამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილს მიაჩნია, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროზე ზეწოლა ხორციელდება. 

„სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აშკარად თავს იკავებს, რომ დაწეროს ელემენტარული რეალიური ფაქტი, რაც ყველამ იცის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სროლის მომენტში უბრალოდ იწვა და მას თავი არ წამოუწევია. ეს ერთგვარი მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე ზეწოლის, დროის გაჭიანურების და აქცენტის გადატანის პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებზე“, - განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
Rybar-ის ქსელის დაკავებულ დამფუძნებელს დრონები და ელექტრონული აღჭურვილობა აღმოაჩნდა
უკრაინამ ტვერის რეგიონში სარაკეტო საწვავის მწარმოებელ ქარხანას და ბელგოროდის მახლობლად ნავთობის საწყობს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics