|
2018-10-09 18:24:57, 2221 ნახვა
მსოფლიო
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით, რუსეთს შესაძლოა ხმის უფლება დაუბრუნდეს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) რეზოლუციის პროექტს განიხილავს, რომელმაც, შესაძლოა რუსეთს საბჭოში ყირიმის ანექსიის გამო 2014 წელს ჩამორთმეული ხმის მიცემის უფლება დაუბრუნოს. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. რეზოლუციის მიღების შემთხვევაში, სანქციების იმპლემენტაციის და გაგრძელების მექანიზმი რთულდება, რაც რუსეთის დელეგაციას საშუალებას მისცემს, 2019 წლის იანვრის სესიიდან PACE-ს სხდომებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს. რეზოლუცია ევროსაბჭოს დეპუტატმა პეტრა დე სუტერმა მოამზადა. მის განხილვას პარლამენტის დეპუტატებს შორის ცხარი კამათი მოჰყვა. ასამბლეაში მონაწილეების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთს სანქციები არ უნდა მოეხსნას. ხმაური მოჰყვა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იანგლანდის გამოსვლასაც, რომელმაც დეპუტატებს კონსენსუსისკენ მოუწოდა. დეპუტატების ნაწილმა გენმდივანი რუსეთის ლობირებაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, ბრიტანელი დეპუტატი კრისტოფერ ჩოპი გამოვიდა ინიციატივით, რომ აღნიშნული რეზოლუციის განხილვა გარკვეული დროით გადადებულიყო. მოგვიანებით ჩატარებულ კენჭისყრაზე გადაწყდა, რომ საკითხის განხილვა არ უნდა გადაიდოს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს და მას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე და არა ზოგადად სანქციების მექანიზმის გაუქმებაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც მოსკოვი უკრაინისა და საქართველოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)