|
2018-10-09 13:14:49, 941 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი ესტუმრა
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენელი ანა რიჩი რონო ესტუმრა. სამუშაო შეხვედრის მიზანი სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის ქართული მოდელისა და მონაცემთა დიგიტალიზაციის საკითხების გაცნობა იყო. ანა რიჩი რონოს, რომელიც აზიის განვითარების ბანკში სმარტ სისტემების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მარიამ ტურაშვილი შეხვდა. მან სტუმარს უძრავი ქონების შესახებ ამონაწერების ბლოკჩეინში ასახვის პროექტის დეტალები გააცნო და ვრცლად განუმარტა მოქალაქისთვის მიღებული სარგებელი. სამუშაო შეხვედრაზე რეესტრის წარმომადგენლმა ასევე ისაუბრა ბლოკჩეინის პროექტის სამომავლო გეგმებზე. კერძოდ, აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოებაში სანდო კონტრაქტების დანერგვის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიოში პირველი საჯარო უწყებაა , რომელიც 2017 წლის თებერვლიდან უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს. სახელმწიფო რეგისტრაციებსა და ტრანზაქციებში ბლოკჩეინის დანერგვის მთავარი უპირატესობა ამონაწერის სანდოობა და უსაფრთხოების გაზრდაა. დღეის მონაცემებით სისტემაში მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ამონაწერია გაგზავნილი. ვიზიტის ფარგლებში , საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდა ანა რიჩი რონო სახელმწიფოს სხვა უწყების წარმომადგენლებსაც შეხვდა.
(NS)
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
Rybar-ის ქსელის დაკავებულ დამფუძნებელს დრონები და ელექტრონული აღჭურვილობა აღმოაჩნდა
უკრაინამ ტვერის რეგიონში სარაკეტო საწვავის მწარმოებელ ქარხანას და ბელგოროდის მახლობლად ნავთობის საწყობს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)