|
2018-10-08 09:19:00, 971 ნახვა
სამართალი
პაატა ბურჭულაძის მეუღლე დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული
ფონდ „იავნანას“ პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის მეუღლეს, ანგელა ვასილენკოს, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე ელოდებიან. ვასილენკო მზად არის ყველა იმ დეტალზე ისაუბროს, რაც ფონდ „იავნანას“ საქმიანობას უკავშირდება. „მე დიდი ხანი მინდოდა ამეხსნა პროკურატურისთვის ჩემი მოვალეობები ფონდში. მე 2014 წლიდან ფონდის საორგანიზაციო საკითხებში ვარ ჩართული. მეხებოდა ფონდის სამხატვრო მიმართულება. ეს იყო საკმაოდ რთული სამუშაო, რადგან ხელოვანების მოწვევა და აქ ჩამოყვანა არც ისე მარტივია. მე ვმუშაობდი მათ ჩამოყვანაზე და ეს ყველაფერი იყო საქველმოქმედო ხასიათის და სწორედ ამ ყველაფერზე ვაპირებ დღეს მე სასამართლოში ვისაუბრო“, - განაცხადა ანგელა ვასილენკო. ცნობისთვის, ბურჭულაძის მეუღლე სასამართლოში 4 ოქტომბერს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ქვეყნიდან მისი გამგზავრების გამო გამოკითხვა არ შედგა. საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანა“-ს დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს. მიმდინარე გამოძების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 2018 წლის პირველ მარტსაც დაიბარეს, თუმცა მაშინ იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა და ამის მიზეზად მისი საზღვარგარეთ ყოფნა დასახელდა. ფონდ „იავნანას“ შემოწირულობების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მედიით გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფონდიდან პაატა ბურჭულაძის მეუღლის ხელფასის, სასტუმროების დაქირავებისა და ავიაბილეთებისთვის რამდენიმე ასეული ათასი ლარი იხარჯებოდა.
ფოტო: 1tv.ge
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)