10:55 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-07 23:22:12, 3514 ნახვა

მსოფლიო
ინტერპოლის პრეზიდენტი რომელიც დაკარგული იყო თანამდებობიდან გადადგა

ინტერპოლის პრეზიდენტი მენგ ჰონგვეი დაკავბული თანამდებბიდან გადადგა. - ამის შესახებ ინტერპოლის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ქალაქ ლიონიში ინტერპოლის გენერალურმა საბჭომ  მენგ ჰონგვეისგან მიიღო განცხადება, თანამდებობის დატოვების თხოვნის შესახებ. " - წერია განცხადებაში.

საფრანგეთის პოლიციამ ინტერპოლის ხელმძღვანელის გაუჩინარების გამო, საქმე აღძრა. ჩინური წარმოშობის მენგ ჰონგვეი საერთაშორისო პოლიციას სათავეში 2016 წლის ნოემბერში, 4 წლის ვადით ჩაუდგა.

მისი დაკარგვის შესახებ პოლიციას ჰონგვეის მეუღლემ აუწყა, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ქალაქ ლიონში ცხოვრობს. ლიონშივე მდებარეობს ინტერპოლის მთავარი ოფისი. მეუღლის განცხადებით, ჰონგვეი სექტემბრის ბოლოს ჩინეთში გაემგზავრა და მას შემდეგ არ სჩანს.

64 წლის მენგ ჰონგვეის ინტერპოლის მეთაურად არჩევამდე, ჩინეთში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. ინტერპოლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მას კრიმინალურ სამართალში თითქმის 40-წლიანი გამოცდილება ჰქონდა, მათ შორის ნარკოტიკებთან, ტერორიზმთან, საზღვრის უსაფრთხოებასთან ბრძოლაში.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
მოდელი პრესლი გერბერი, სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ვაჟი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა - Rolling Stone
სახელმწიფო დუმის არჩევნები: წინასწარი შედეგები და პარტიის ლიდერების პირველადი რეაქციები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics