|
2018-10-06 13:36:01, 2096 ნახვა
სამართალი
შსს-მ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი 2 პირი დააკავა - ერთ-ერთს 24 წლის განმავლობაში ეძებდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბორჯომში 24 წლის განმავლობაში ძებნილი 1970 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს. აღნიშნული პირი 1994 წლიდან ძარცვის, ყაჩაღობისა და საპატიმრო დაწესებულებიდან გაქცევისთვის იძებნებოდა. ვ.კ.-ს 1994 წლის 6 ივლისს, პროკურორის სანქციით, აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. იმავე წლის 16 სექტემბერს, წინასწარი პატიმრობის პერიოდში, იგი ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სხვა პირებთან ერთად გაიქცა, რისთვისაც მასზე ძებნა გამოცხადდა. 2008 წელს ახალციხის სასამართლოს განაჩენით მის მიმართ შეწყდა საქმე სსკ-ს 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ძარცვა) ჩადენისათვის, ხოლო საქართველოს სსკ-ს 379-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან ბრალდებულის ან მსჯავრდებულის გაქცევა) 5 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ამ დროისთვის, დაკავებული გადაყვანილია მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ა.კ. თბილისის შემოვლით გზაზე დააკავეს. აღნიშნული პირი თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ 2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზეა ძებნილი. ა.კ.-ს ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის „ა“, „ჰ“ ქვეპუნქტებით, 149-ე მუხლის „ა“, „ს“, „დ“, „ფ“, „გ“, „ჰ“ ქვეპუნქტებით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებში, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ადამიანის გატაცებას, მკვლელობას და გამოძალვას გულისხმობს. ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)