|
2018-09-27 13:17:58, 1325 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო, ბილ გეიტსთან ერთად, გაერო-ს ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა
გაეროს ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში, ტუბერკულოზის წინააღმდეგ, ბრძოლისადმი მიძღვნილი სხდომის თავმჯდომარედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აირჩიეს. სესიაზე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს მიყავდა, სიტყვით, კომპანია „Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი გამოვიდა. სხდომაში მონაწილე 162 წარმომადგენელს შორის, იყვნენ ჯანდაცვის მინისტრები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი ქვეყნების გამოცდილება და გეგმები განიხილეს. მაღალი დონის სესიაზე, სიტყვით გამოსვლისას დავით სერგეენკომ აქცენტი გააკეთა ტუბერკულოზთან ბრძოლის მნიშვნელობაზე: „ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო ტუბერკულოზის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლისადმი მიძღვნილ სესიაში, ეს ნამდვილად ისტორიული შესაძლებლობაა. ტუბერკულოზი ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებაა. იგი ანტიმიკრობული რეზისტენტობის ჩამოყალიბების შემდგომი და აივ ინფიცირებულთა ლეტალობის ძირითადი გამომწვევია. მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გლობალურ ჯანმრთელობას და ეროვნულ უსაფრთხოებას. მართალია, ტუბერკულოზთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინოვაციები შეიქმნა, მათ შორის უფრო ზუსტი და სწრაფი დიაგანოსტიკის მეთოდები, ახალი თაობის მედიკამენტები, თუმცა მაინც არსებობს გამოწვევები განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებთან და იმ მოსახლეობასთან, რომლებსაც სერვისებზე ნაკლები წვდომა აქვთ. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ვალდებულება, რომ უფრო გააქტიურდეს პროცესები და შემუშავდეს ანგარიშვალდებულების ჩარჩო. ვფიქრობ, საქართველოს გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მიმართულებით, წარმოადგენს ორი ძირითადი პროვაიდერის მჭიდრო კავშირის მოდელს, ტუბერკულოზის სამკურნალო სერვისების უკეთ მიწოდებისთვის. საქართველო ახორციელებს ტუბერკულოზის, C ჰეპატიტის, აივ ინფექცია/შიდსის ინტეგრირებული სკრინინგის პროექტს, რათა მივაღწიოთ სერვისებით უკეთეს მოცვას პირველადი ჯანდაცვის დონეზე, განსაკუთრებით ძნელად მიწვდომად ჯგუფებში. პროექტში მუნიციპალური ხელისუფლების ჩართულობა, პროვაიდერების წახალისება და პირველადი ჯანდაცვის სექტორთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ეფექტიან და მდგრად განხორციელებას. ტუბერკულოზთან ბრძოლა მოითხოვს მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერას და რესურების მობილიზებას ყველა სეგმენტსა და სექტორში, იქნება ეს ეროვნული, რეგიონული, თუ გლობალური. ეს არ იქნება მარტივი, თუმცა ვფიქრობ, ერთადერთი გზაა მივაღწიოთ სწრაფ პროგრესს ტუბერკულოზის საბოლოოდ დასამარცხებლად“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. დღეს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე დავით სერგეენკო არაგამდები დაავადებების შესახებ გაეროში მოხსენებით კვლავ წარსდგება.
(NS)
ლილოს ნაგავსაყრელის გატანაზე კვლევები ტარდება
რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება - TBC Capital
მთავრობა ტრანსპორტის ხმაურის ზღვრის 85-დან 100 დეციბალამდე აწევას განიხილავს
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)