|
2018-09-24 15:27:39, 2178 ნახვა
სამართალი
შსს-მ გასულ წელს 5 432 653 ლარის პრემია და 22 564 715 ლარის დანამატი გასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წელს, 5 432 653 ლარის ოდენობის პრემია და 22 564 715 ლარის დანამატი გასცა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული. ამასთან, ანგარიშის თანახმად, გასულ წელს სპეციალური დანამატის სახით 162 თანამშრომელზე 3 573 313 ლარია გაცემული. „სამინისტროს თანამშრომლებისათვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით25 დაწესებულია დანამატები მრავალშვილიან მოსამსახურეებზე და წელთა ნამსახურობაზე. დანამატები გაიცემა აგრეთვე საკლასო ჩინისათვის. ამასთანავე, მოქმედი კანონმდებლობით, შსს-ს თანამშრომლებს შესაძლებელია დაენიშნოთ სპეციალური დანამატები, რომელსაც ნიშნავს მინისტრი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით. სამინისტროს ცენტრალური აპარატის შტატით განსაზღვრულ თანამშრომლებზე, 2017 წელს „დანამატის“ ქვემუხლით გაწეულმა საკასო ხარჯმა 22,564.7 ათასი ლარი შეადგინა, რაც შრომის ანაზღაურების საერთო მოცულობის 19.9%-ს შეადგენს. მათ შორის, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე დანიშნული სპეციალური დანამატების სახით, 162 თანამშრომელზე გაცემულია 3,573.3 ათასი ლარი. 2017 წელს, საშუალოდ, 70-80 თანამშრომელს ჰქონდა დანიშნული თანამდებობრივ სარგოზე მეტი დანამატი (თუმცა 2016 წელთან შედარებით, ცალკეულ თანამდებობის პირებისთვის დანიშნული სპეციალური დანამატების ოდენობები შემცირებულია). სპეციალური დანამატის დაწესების შესახებ გამოცემულ ბრძანებებში მითითებული იყო მხოლოდ დანამატის დაწესების თარიღი და არ იყო განსაზღვრული, თუ რა პერიოდით იქნა დაწესებული აღნიშნული დანამატი. შედეგად, დანამატი ინიშნებოდა განუსაზღვრელი ვადით და მისი გაუქმება ხდებოდა ასევე ბრძანების საფუძველზე. შესაბამისი ბრძანებებით არ იყო დასაბუთებული დანამატის გაცემის აუცილებლობა და ის თავისი ყოველთვიური შინაარსიდან გამომდინარე, უფრო თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებდა. სამინისტროს თანამშრომლებზე დანამატების დანიშვნის საკითხი არ თანხმდებოდა სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტთან, რის გამოც მას არ გააჩნდა საკმარისი საფუძვლები ამ მუხლის სწორად დასაგეგმად“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის ანგარიშის სრულად იხილეთ ბმულზე: https://sao.ge/files/auditi/auditis-angarishebi/2018/shss-finansuri-2017.pdf
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)