01:23 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-23 14:24:12, 1967 ნახვა

სამართალი
უზბეკეთის 2, ყირგიზეთის 1 და საქართველოს 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის  და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, კარწახის სასაზღვრო სექტორის  დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უზბეკეთის 2, ყირგიზეთის 1 და საქართველოს 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთას ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს . 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics