11:25 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 13:28:29, 1418 ნახვა

საზოგადოება
ჩხოროწყუში ბაღი „ქართული ოცნების“ ტორტით გაიხსნა

სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნაზე ბაღის თანამშრომლებმა ტორტს „ქართული ოცნება“ დააწერეს. ინფორმაციას „ლაივპრესი“ ავრცელებს.

ბაღის გამგე მიმოზა დამენია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ლოგო ტორტზე „ხელისუფლების მიმართ პატივისცემის ნიშნად“ გააკეთეს.

„ჩვენ ოცნების დროშებიც გვქონდა გარეთ საქართველოს დროშასთან ერთად აღმართული, მაგრამ გუბერნატორთან ერთად იყო გოგო, რომელმაც გვითხრა, რომ ეს დროშა უნდა მოგვეხსნა და ტორტზე ოცნების ლოგოც გადაგვიხაზა. ეს რად გინდოდათო - გვითხრა. ოცნებაა ახლა ხელისუფლებაში და არ მეგონა, თუ ცუდი რამე გავაკეთეთ. გვინდოდა გამოგვეხატა ჩვენი პატივისცემა ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ახალი ბაღი აგვიშენა. ვინმეს, რომ ეთქვა მანამდე, რომ არ იყო საჭირო, არ გავაკეთებდით, მაგრამ სადაც შევდივარ, ყველგან ქართული ოცნების დროშაა და ჩვენთანაც რომ ყოფილიყო, ამით რა დავაშავეთ არ ვიცი“, - განაცხადა მიმოზა დამენიამ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics