|
2018-09-20 11:38:36, 735 ნახვა
საზოგადოება
სოფიო ხუნწარია თბილისი-ბრისტოლის დაძმობილებისადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრო
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან, ჯასტინ მაკკენზი სმიტთან ერთად, თბილისისა და ბრისტოლის დაძმობილების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრო. გამოფენა - „ერთიანობა განსხვავებულობაშია, ბრისტოლი და თბილისი: 1988-2018“ თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნა და ორი ქალაქის დაძმობილებიდან დღემდე, კულტურულ, საგანმანათლებო, მოქალაქეობრივ ურთიერთობებს ასახავს. თბილისის მერის მოადგილემ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და დაძმობილებულ ქალაქებს შორის არსებულ კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრა. სოფიო ხუნწარიას თქმით, ქართველმა და ბრისტოლელმა მხატვრებმა ორი ქალაქის დამეგობრებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. „ქართველ და ბრისტოლელ მხატვართა მეგობრობა სათავეს 1992 წელს იღებს, როდესაც ბრისტოლის „არნოლფინის“ გალერეაში გამოფენა HEAT & CONDUCT გაიმართა, სადაც რვა ქართველი მხატვარი მონაწილეობდა. ორი წლის შემდეგ - 1994 წელს, ბრიტანელი ხელოვანების, ბრიუს ალანისა და ანთია ნიკოლსონის თაოსნობით, თბილისს პირველად, ექვსი ბრისტოლელი მხატვარი ეწვია, რასაც „ქარვასლაში“ ქართველი და ბრიტანელი მხატვრების ერთობლივი გამოფენა - SILK ROAD-ი მოჰყვა. მას შემდეგ, არაერთი საინტერესო გამოფენა მოეწყო, რამაც ქართველ და ბრისტოლელ მხატვართა შორის ნაყოფიერ და წარმატებულ თანამშრომლობას ჩაუყარა საფუძველი“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. გამოფენის ისტორიულ ნაწილში წარმოდგენილია ფოტოსურათები ბრისტოლი-თბილისის დაძმობილების საზოგადოების სხვადასხვა პროექტებიდან და აღნიშნული ქალაქების პეიზაჟები. ასევე, წარმოდგენილია განსხვავებული მედიისა და მასალისგან შექმნილი მრავალფეროვანი მხატვრული ნამუშევრები, რომლებიც ფოტოგრაფიას, ვიდეო-ინსტალაციებს, სკულპტურასა და მხატვრობას მოიცავს. გამოფენის ორგანიზატორი ქალაქ ბრისტოლში მცხოვრები ექიმი ნინა ბენდუქიძეა.
(NS)
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)