|
2018-09-19 19:27:08, 2444 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი - მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანის მოხმარება დასაშვებია, მისი შეძენა, შენახვა, კულტივაცია და გასაღება ისჯება
„გასაგებია, გარკვეული ლოგიკა აქ წყდება, რომ ერთის მხრივ მოხმარება პირად სივრცეში დასაშვებია და მეორეს მხრივ, არ არის განსაზღვრული კონკრეტული ადგილები, სადაც შეიძლება ადამიანი წავიდეს და მარიხუანა მოიპოვოს, მაგრამ ვფიქრობთ, ეს ნაბიჯიც რომ გადაგვედგა, ამით გავცდებოდით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები კანაფთან დაკავშირებით შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანის მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა, კულტივაცია და გასაღება ისჯება და ამ მიმართულებით უწყებას ცვლილებები არ წარმოუდგენია. „სად უნდა მოიპოვოს პირმა მარიხუანა? - ცოტა მიკვირს ეს შეკითხვა, წავსულიყავით ამაზე შორს ? დეკრიმინალიზაცია ხომ არ მოგვეხდინა შეძენა-შენახვისაც მცირე ოდენობით და გასაღებისაც მცირე ოდენობით, რადგან ეს კითხვები ისმის? ამის გაკეთება ჩვენ არ გვინდოდა. ამას არ ვაკეთებთ იმიტომ, რომ ჩვენი მიზანია არ წავახალისოთ მოხმარება და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს შედეგიანი, ამიტომ ამ მიმართულებას საერთოდ არ შევეხეთ. გასაგებია, გარკვეული ლოგიკა აქ წყდება, რომ ერთი მხრივ მოხმარება პირად სივრცეში დასაშვებია და მეორე მხრივ არ არის განსაზღვრული კონკრეტული ადგილები, სადაც შეიძლება ადამიანი წავიდეს და მარიხუანა მოიპოვოს, მაგრამ ვფიქრობთ, ეს ნაბიჯიც რომ გადაგვედგა, ამით ერთი რომ გავცდებოდით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჩვენი სამინისტროს პრინციპსაც შეეწინააღმდეგებოდა, რომ არ მოხდეს წახალისება. გეთანხმებით, რომ ამ კუთხით კითხვები არსებობს, მაგრამ პასუხი არის ცალსახა, მცირე ოდენობით შეძენაც, შენახვაც, კულტივაციაც და გასაღებაც ისჯება დღეს ჩვენი კანონმდებლობით. ჩვენ ამ მიმართულებისთვის ხელი არ გვიხლია. ისჯება ოდენობების მიხედვით ადმინისტრაციული წესით, თუ დიდი ოდენობაა ან განსაკუთრებით დიდი ოდენობაა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც არის გათვალისწინებული“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)