|
2018-09-19 18:08:06, 1965 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება, რომელსაც ხორბლის იმპორტიორები აპროტესტებენ, 3 თვით გადავადდება
დღეს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავი მეწარმეებისა და მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა. ფინანსთა მინისტრმა მათ გააცნო ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება - 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდეს ფინანსთა მინისტრის ბრძანების ამოქმედების ვადა, რომლის მიხედვითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა/გატანა ქვეყნის საბაჟო ტერიტორიის გავლით ცალკეულ შემთხვევაში დასაშვები ხდება მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანხმობით, სხვა შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის ექსპორტ/იმპორტი შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო-გამშვები პუნქტების გავლით. ფინანსთა მინისტრმა ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავ მეწარმეებსა და მძღოლებს ბრძანების ამოქმედებამდე დარჩენილ პერიოდში, შესთავაზა საინიციატივო ჯგუფისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ერთობლივად დაიწყებდა მუშაობას ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისა და საბოლოოდ ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღების მიზნით. „ჩვენ კვლავ მზად ვართ მოლაპარაკებებისა და პრობლემის მოგვარებისთვის. ვფიქრობთ, პირველ იანვრამდე საკმარისი დროა იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს საკითხი და მოვძებნოთ ყველასთვის უმტკივნეულო და მისაღები ვარიანტი. გაძლევთ პირობას, თქვენ გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.მჯერა, რომ მივაღწევთ შეთანხმებას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მან შეხვედრის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, გაფორმების ეკონომიკურ ზონას მისცენ მუშაობის განახლების საშუალება და დიალოგი გაგრძელდეს კონსტრუქციულ რეჟიმში.
(NS)
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)