|
2018-09-19 13:49:54, 1462 ნახვა
საზოგადოება
ირმა ქავთარაძემ კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
თბილისში კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი კონფერენცია სახელწოდებით „ღია დიალოგი კლიმატის ცვლილების ეროვნული პოლიტიკის შემუშავების შესახებ - „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ (NDC) პროცესის ინიცირება“ გაიმართა, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა საქართველოში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში მიღებული „პარიზის შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხზე. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პანელში „კლიმატის ცვლილების პოლიტიკის კავშირი სხვა ეროვნულ სტრატეგიებთან“. მან ისაუბრა საქართველოში მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობაზე, ენერგოეფექტურობისა და მწვანე ზრდის წახალისების მიზნით სამინისტროში მიმდინარე პროექტებსა და ინიციატივებზე. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ამ პროცესებში უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობასა და მხარდაჭერაზე. როგორც ირმა ქავთარაძემ აღნიშნა, ვინაიდან „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტი გულისხმობს ეკონომიკის ყველა ძირითადი სექტორის მდგრად და კლიმატგონივრულ განვითარებას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნულ პროცესებში როგორც ენერგეტიკისა და სამშენებლო სექტორების, ასევე მწვანე ეკონომიკის პრიორიტეტებისა და გრძელვადიანი ხედვების გათვალისწინებას, რათა მოხდეს ჩვენს ხელთ არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად ათვისება და საერთო მიზნების გამოკვეთა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო პარტნიორები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
(NS)
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)