|
2018-09-18 13:07:37, 2226 ნახვა
სამართალი
გახარია: არავის გავუშვებთ, ვინც კი კვალიფიკაციით ამის საშუალებას მოგვცემს - საუკეთესოები იქნებიან საუკეთესო პოზიციაზე
შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს. ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით, შსს-მ დღეს თემაზე ,,საგამოძიებო სისტემის რეფორმა“ კონფერენცია გამართა, რომელიც მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან სისტემაში საუკეთესო კადრების მოზიდვის და მათი კარიერული ზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრა. „ყველას ექნება შესაძლებლობა გადამზადების. შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდი სტრუქტურაა. გვაქვს იმის საშუალება რომ სისტემაში ხალხი შევინარჩუნოთ, თუმცა მეორეს მხრივ ვაცნობიერებთ რომ კომპეტენცია უნდა ფასდებოდეს. შეუძლებელია ეფექტური სისტემის აწყობა თუ კვალიფიკაციის მაღალ დონეს არ მოჰყვა მეტი უფლებამოსილებები და მეტი პასუხისმგებლობები. რაც შეეხება კარიერულ ზრდას, ყველას ექნება ამის შესაძლებლობა. მიღების წესთან დაკავშირებით, მკვიდრდება ახალი წესი როგორ მოხდება კარიერული ზრდა. ვერ გადავა ადამიანი ერთი საფეხურიდან უფრო მაღალ კარიერულ საფეხურზე თუ შესაბამისი კვალიფიკაციის გადამზადების ან საბაზისო კურსები არ ექნება გავლილი, ესეც იქნება ძალიან მკაფიოდ სტრუქტურირებული და ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. ჩვენი მიზანი არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც პირველ რიგში მართლწესრიგის, კრიმინალთან ბრძოლის, საგამოძიებო კომპონენტის განმახორციელებელი ორგანო, იყოს მიმზიდველი კვალიფიციური ახალგაზრდა კადრებისთვის. ეს არის ძირითადი ამოცანა, არ უნდა იყოს ეს რუტინული სამსახური მხოლოდ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, როგორც სოციალურ კომპონენტს, ასევე კარიერული ზრდის კომპონენტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არავის არსად არ გავუშვებთ, ვინც კი კვალიფიკაციით ამის საშუალებას მოგვცემს, თუმცა, შიდა გრადაცია მოხდება, საუკეთესოები იქნებიან საუკეთესო პოზიციაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)