|
2018-09-18 12:29:02, 965 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფაროსანასთან ბრძოლის მიმდინარე სტრატეგია ამერიკელ პროფესორთან ერთად განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორს, გრეგ კრავჩუკს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობა განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგებისა და ქართველი მეცნიერების ჩართულობით შემუშავდა. შეიქმნა გამართული მონიტორინგის სისტემა და დაიგეგმა ღონისძიებები. მავნებელთან ბრძოლის ამერიკის მრავალწლიანი გამოცილების გაზიარების შედეგად, მოხერხდა მავნებლის პოპულაციის შემცირება. გრეგ კრავჩუკი მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და აშშ-ს განვითარების სააგენტოს USAID/REAP-ის მხარდაჭერით მესამედ სტუმრობს. „ჩვენ ერთად შევთანხმდებით, რა იქნება საჭირო 2019 წლისათვის, რაც დაეხმარება ქართველ ფერმერებს გაუმკლავდნენ ფაროსანას. ფაროსანა არის მავნებელი, რომლის განადგურებაც ერთ ან ორ წელიწადში წარმოუდგენელია. ვიმედოვნებ, ერთად მუშაობის პერიოდში განვავითარებთ ბრძოლის მეთოდებს“, - განაცხადა გრეგ კრავჩუკმა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი მეცნიერი დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ჩავა, შეხვდება ფერმერებს და ვითარებას ადგილზე გაეცნობა. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, სახელმწიფოს მიერ, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის რეგიონებში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით დამუშავებულია 573 ათასი ჰექტარი ფართობი.
(NS)
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)