09:25 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 20:09:35, 1870 ნახვა

საზოგადოება
„სწავლა მოკლული ბავშვების გარეშე დაიწყო“ - პარლამენტიდან 51-ე სკოლის მიმართულებით მსვლელობა გაიმართა

პარლამენტის შენობიდან 51-ე საჯარო სკოლის მიმართულებით, აქცია-მსვლელობა „სწავლა დღეს დავით სარალიძის გარეშე დაიწყო“ გაიმართა.

მსვლელობაში 30-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

მათ სკოლასთან ყვავილები მიიტანეს და დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად, სანთლები დაანთეს.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს მსვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. ის ამ დრომდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება.

„ჩემი მოთხოვნები უცვლელია. აქ დარჩენას ვაპირებ იქამდე, სანამ ეს მკვლელი ხელისუფლება არ გადადგება. მსვლელობას არ ვუერთდები, რადგან მიმაჩნია, რომ სკოლაში აღარაფერი მესაქმება“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics