|
2018-09-16 21:37:00, 1827 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი აქცია „იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი“
ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტის არჩევნებისთვის განაგრძობს ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას და მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების მოთხოვნის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერია. დღეს, ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო კამპანიის და საზოგადოებრივი აქციის „იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანის“ თაობაზე. მან ასევე ისაუბრა იმ ინოვაციური სერვისების შესახებ, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს სთავაზობს. როგორც ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა და ცესკოს ”სწავლების ცენტრის” თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს საინფორმაციო კამპანიის ”ვესაუბრებით ამომრჩევლებს” მეორე ეტაპის განხორციელება. აღნიშნული ეტაპის მთავარი მიზანია მოქალაქეთა ინფორმირება და აქტიური ჩართვა საზოგადოებრივ აქციაში - „იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი“. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამომრჩევლებთან შეხვედრებს მართავენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ისინი სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ეხმარებიან მოქალაქეებს გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა სიაში და ასევე, დამატებით აწოდებენ ინფორმაციას 2018 წლის არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ. ცესკოს მიერ შეთავაზებული ინოვაციური სერვისების საშუალებით, ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 10 000-ზე მეტი სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა სია ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. გარდა ამისა, ადაპტირებული ვებგვერდის საშუალებით უსინათლო ამომრჩევლები შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას. რაც შეეხება ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს - ისინი ინფორმაციას ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ვიდეო ზარის საშუალებით ჟესტურ ენაზე იღებენ და შეუძლიათ გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ასევე, ცესკო შეახსენებს რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, იმისათვის, რომ მათ შეძლონ 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, უნდა მიმართონ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროებისას გაიარონ შესაბამისი პროცედურები. შეგახსენებთ, რომ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51; ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა დაგვიკავშირდნენ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
„საწვავის კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება“ - ВЦИОМ პუტინის მოწონების რეიტინგის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა ბოლო რვა წლის განმავლობაში
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)