14:48 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-15 10:51:31, 1327 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, კობალაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

ნაძალადევის რაიონში, კობალაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გზის დამჭერი საყრდენი კედლები, საერთო სარგებლობის კიბეები, ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი. საგზაო ინფრასტრუქტურა 2 750 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

„30 წელზე მეტია, რაც კობალაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შესრულებულა და გზა ძალიან დაზიანებული იყო. დღეს ვასრულებთ რეაბილიტაციის პროცესს და მთლიანი ქუჩა კეთილმოწყობილი იქნება. გამგეობა აგრძელებს ქუჩების კაპიტალურ შეკეთებას და წლის ბოლომდე საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ, ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვექნება,“ - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციის საკონტრაქტო ღირებულება 217 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი „Creator ჩემპიონატი” გრძელდება - არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics