|
2018-09-14 16:47:43, 1602 ნახვა
საზოგადოება
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა სარალიძეს შეაგინა [ვიდეო]
გორის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობასთან 18 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ობიექტური გამოძიების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე, სადაც ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილიც იმყოფებიან ცოტა ხნის წინ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, აქციის მონაწილეებს გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ პოლიტიკურად მართულები უწოდა. აღნინულს, მასსა და სარალიძეს შორის კამათი მოჰყვა, რა დროსაც რაზმაძემ სარალიძეს შეაგინა. საკრებულოს თავმჯდომარეს სიტყვიერი შეურაცხყოფა თავად ზაზა სარალიძემაც მიაყენა. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს, გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე, 18 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.: „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი 1999 წელს დაბადებული თ.მ.-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აწარმოებს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე მყოფ 1999 წელს დაბადებულ თ.მ.-ს შეეჯახა ამავე გზაზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რის შედეგადაც თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხული 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად - კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით - დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა“.
ვიდეო "რადიო მოზაიკა"
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)