|
2018-09-13 17:14:56, 742 ნახვა
საზოგადოება
ჭაბუკიანის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა
კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ჭაბუკიანის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა. ქუჩაზე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენა. ჭაბუკიანის ქუჩაზე განხორციელებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, 15 სექტემბრამდე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების პირველი ნაწილი დასრულდება, მეორე ეტაპის სამუშაოები კი ღამის საათებში განხორციელდება, რათა ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხდეს. „ამ წუთისთვის ჭაბუკიანის ქუჩაზე დასრულებულია სამუშაოები და მოძრაობა გაიხსნა. როგორც დაგპირდით, 15 სექტემბრისთვის ამ კონკრეტულ ლოკაციებზე პირველი ფენა ანუ მოასფალტება იქნება დასრულებული, გზები გახსნილი და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. მეორე ეტაპზე იქნება საბოლოო სამუშაოები, მოასფალტება - მეორე, მესამე ფენა. ეს სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება, რათა მძღოლებს და მოსახლეობას დისკომფორტი არ შევუქმნათ. ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელების დროს საცობების თავიდან აცილება შეუძლებელია, ყველა ქვეყანაში ასე ხდება და ჩვენც ვერანაირად ვერ შევძლებდით, რომ ეს ყველაფერი აგვეცილებინა. მოსახლეობას ძალიან დიდი მადლობა თანადგომისთვის, მოთმინებისთვის, მაგრამ ამ პროექტების გარეშე შეუძლებელი იმის მიღწევა, რაც თითოეულ ჩვენგანს გვინდა - რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, ინფრასტრუქტურა - გამართული, ხოლო გადაადგილება - კომფორტული და სწრაფი“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, შეიცვლება ბორდიურები, გარე განათების ბოძები და სანათები, ხოლო მიწისზედა სადენები მიწის ქვემოთ ჩავა. კოსტავას, შარტავასა და მიმდებარე ქუჩებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ჭაბუკიანის ქუჩაზე მოძრაობის აღდგენის პარალელურად, დღესვე, 22:00 საათიდან 15 სექტემბრამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩაზე. შესაბამისად, 26 მაისის მოედნიდან პეკინის გამზირის მიმართულებით, ავტობუსები მოძრაობას გააგრძელებენ კოსტავას ქუჩაზე და სააკაძის მოედნისა და ჭაბუკიანის ქუჩის გავლით, პეკინის გამზირს დაუკავშირდებიან.
(NS)
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)