|
2018-09-06 15:07:05, 755 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად ტყის მდგრადი მართვის თემაზე იმსჯელეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე 3 თვის განმავლობაში პროექტის მიერ მიღწეული შედეგები და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. იური ნოზაძის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ჩართულობა და მხარდაჭერა საქართველოსთვის სატყეო სექტორის განვითარების მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ასევე, სატყეო კანონმდებლობის სრულყოფას, რისთვისაც დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა. როგორც ალექსანდრე დარრასმა განაცხადა, მოხარულია, რომ საქართველოსთვის მოუწევს მუშაობა და მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ლიტვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსა და უნგრეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი თავი ითვალისწინებს ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას და სატყეო სექტორში მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას. ასოცირების შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტიც, რომელიც ლიტველი და უნგრელი საჯარო მოხელეების რეკომენდაციების საფუძველზე მიზნად ისახავს სატყეო კანონმდებლობის გაუმჯობესებას, ტყის მართვის ორგანოების შესაძლებლობების განვითარებასა და საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემების დახვეწას.
(NS)
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)