23:46 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 10:24:34, 1175 ნახვა

სამართალი
წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მამაკაცი შეიჭრა

წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღება სცადეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 1977 წელს დაბადებული კ.ტ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული კ.ტ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. 

სამართალდამცველებმა კ.ტ. იმ დროს დააკავეს, როცა იგი წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკიდან“ ფულის მოპარვას ცდილობდა. ბრალდებულმა ბანკის შენობაში კარის დაზიანებით შეაღწია, მოლარე-ოპერატორის უჯრიდან ამოიღო, გამოიტანა ფული და გაქცევას ცდილობდა. პოლიციამ კ.ტ. შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. კ.ტ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics