23:46 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-05 20:06:02, 1258 ნახვა

სამართალი
განზრახ მკვლელობაში და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ლ.შ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  ლ.შ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ვ.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვ.თ. მიღებული  მრავლობითი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ლ.შ. ვ.თ.-ს სიდედრს - ლ.ვ.-ს სიცოცხლის მოსპობით რამოდენიმეჯერ დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ლ.შ. 2018 წლის 27 ივნისს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ვაკეში დააკავეს. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ  მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

სასამართლომ ლ.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics