|
2018-09-05 13:02:05, 755 ნახვა
საზოგადოება
საფრენოსნო შემოწმების შემდეგ, ექსპლუატაციისთვის დაშვება 6 მოტოდელტაპლანმა მოიპოვა
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შუამდგომლობით და უშუალო მეთვალყურეობით, მიმდინარე წლის 16-22 აგვისტოს, ბათუმში ჰიდრომოტოდელტაპლანების ტექნიკური და საფრენოსნო შემოწმება განხორციელდა. სამუშაოები მწარმოებელ „Aeros Ltd"-ს სპეციალისტებმა შეასრულეს. კომისიის მიერ შემოწმდა ა.ი.პ „მსუბუქი ავიაციის სპორტული ფედერაციის" წევრების საკუთრებაში არსებული ყველა სატრანსპორტო საშუალება. წარმოდგენილი 20 ერთეული ჰიდრომოტოდელტაპლანიდან მხოლოდ ექვსმა აპარატმა მოიპოვა ექსპლუატაციისთვის დაშვება ("SKYLINE", "AIRLINE", "SPACELINE", "BUTTERFLY", "DELTA", "APOLLO"). განხორციელდა მათი სრული დეფექტაცია, ტექნიკური მომსახურება, აღჭურვა, გადაიარაღება და საფრენოსნო გამოცდა. საფრენოსნოდ ვარგის მდგომარეობაში მოყვანის და ქარხანა-დამაზადებლის მიერ გაცემული ტექნიკური და საფრენოსნო გამოცდის აქტების შესწავლის შემდგომ, აღნიშნულ ზემსუბუქ საფრენ აპარატებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მიეცა შეზღუდულ რაიონში ოპერირების უფლება, 2018 წლის 30 სექტემბრამდე დადგენილი რეგლამენტური მომსახურების პირობით. ამასთან, მოტოდელტაპლანების ფრენის ვარგისობის ნორმებთან სრულ შესაბამისობაში შენარჩუნების, მათი პერიოდული ტექნიკური მომსახურების პროცესის სწორად წარმართვის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, შესაძლებლობა მიეცემა განიხილოს აღნიშნული საფრენის აპარატების სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრაციის საკითხი. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აგრძელებს მოტოდელტაპლანების ფრენებზე მონიტორინგს და მოუწოდებს საქართველოში მოქმედ ოპერატორებს და ოპერირების დაწყების მსურველებს დაიცვან ფრენის უსაფრთხოების ნორმები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)