|
2018-09-04 12:56:47, 761 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) ფორუმი გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) ფორუმი გახსნა. სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმზე მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელებაში რეგიონის ქვეყნების მიერ მიღწეული შედეგები განიხილეს. მინისტრმა საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომელიც 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას უკავშირდება. „გარემოს დაცვა ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს გარემოსდაცვითი საკანონმდებლო რეგულაციების მიმართულებით, თუმცა გვაქვს გამოწვევებიც, როგორიც არის დარგობრივი განათლების საკითხი, რადგან ვფიქრობთ, რომ მდგრადი განვითარების საფუძველი სათანადო განათლებაშია,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფორუმში მონაწილე ქვეყნების მთავრობებს გარემოსდაცვითი კუთხით განხორციელებული რეფორმებისთვის და სამომავლო წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა, აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP), გარემოს დაცვისა და განვითარების სამმართველოს დირექტორმა სტეფანოს ფოტიუმ და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილ სკოტმა. როგორც სტეფანოს ფოტიუმ აღნიშნა უმნიშვნელოვანესია, რომ ფორუმის მასპინძელ ქვეყანას საქართველო წარმოადგენს. ფოტიუს განცხადებით, ფორუმის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება რეგიონის ქვეყნებში არსებული მიღწევების და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიღება და გამოცდილების გაზიარება, რაც სამომავლო განვითარების საფუძველს შექმნის. ფორუმს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც ესწრებოდა. ფორუმი ითვალისწინებს 2015-2030 წლებში გაერო-ს ახალი დღის წესრიგის შემუშავებას, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისთვის რეგიონალურ კონსულტაციებს, ასევე, წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
(NS)
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)