|
2018-09-04 08:55:31, 793 ნახვა
საზოგადოება
ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსის მიმდინარეობისას, პროცესის ხელის შეშლის მცდელობის შესახებ, განცხადებას ავრცელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსის მიმდინარეობისას, პროცესის ხელის შეშლის მცდელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ლანჩხუთის ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიების რამდენიმე კონკურსანტმა ცესკოს მიაწოდა ინფორმაცია მათთან განხორციელებული უცნობი სატელეფონო ზარების შესახებ. "კონკურსანტების განცხადებით, უცნობი პირი უკავშირდებოდა ტელეფონზე, ვინმე „კურატორის“ სახელით და აწვდიდა მცდარ ინფორმაციას კონკურსთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაურკვეველი ზარების შესახებ ინფორმაცია ცესკომ სხვა ოლქებიდან, საუბნო კომისიების კონკურსში მონაწილე პირებისგანაც მიიღო. ლანჩხუთის ოლქში მონაწილე კონკურსანტების მიერ მოწოდებული სატელეფონო ნომერი ცესკომ საკუთარ ელექტრონულ ბაზებში გადაამოწმა, რომელშიც დაცულია წევრების, თანამშრომლების, წარმომადგენლების, დამკვირვებლების და სხვა ინფორმაცია. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ცესკოს ბაზის მიხედვით კონკრეტული ტელეფონის ნომერი ეკუთვნის პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 26 აგვისტოს იქნა პარტიის წარმომადგენლად რეგისტრირებული. გარდა ამისა, სხვადასხვა ოლქში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სავარაუდოდ პროვოკაციის მიზნით, კონკურსანტების მიერ განცხადებების შეტანის მცდელობა ხდებოდა სხვადასხვა თანამდებობის პირების სახელის გამოყენებითაც. აღნიშნულ ფაქტებზე საოლქო საარჩევნო კომისია ახდენდა შესაბამის რეაგირებას, რაც გულისხმობს კონკურსის წესის განმარტებას და კანონის ფარგლებში პროცესის წარმართვას. ასევე, დაუდგენელი პირების მიერ განხორციელდა სატელეფონო ზარები ცესკოს თანამშრომლებთანაც მათ საქმიანობასთან შეუსაბამო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ პოლიტიკურ მხარეებს ნუ გასცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და ნუ შეეცდებიან კონკურსში მონაწილე მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას, რადგან შესაძლოა ზიანი მიადგეს საარჩევნო გარემოს. შევახსენებთ დაინტერესებულ მხარეებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარ საქმიანობას წარმართავს ღიად, გამჭვირვალედ და ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომია და გაიცემა კანონით დადგენილი წესით. ასევე, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, მედიას აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესს და დააფიქსირონ თითოეული ფაქტი, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას, მიუკერძოებელ შეფასებას და არჩევნების სანდოობას", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)