23:09 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-03 12:15:31, 1443 ნახვა

სამართალი
ყაჩაღობაში ბრალდებულებს 10 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაშიბრალდებულები - გ.მ. და თ.ა.  დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ა"ქვეპუნქტებით.  

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2018  წლის 2  იანვარს, დაახლოებით 23:50 საათზე,ქ.თბილისში, აკაკი ბაქრაძის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი  გ.მ.  დათ.ა.  ყაჩაღურად თავს დაესხნენ ზ.ბ-ს, სცემეს მას, დააგდეს ძირს და დანის გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშიძალადობის მუქარით წაართვეს  მობილური ტელეფონი, 500 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.  

სამართალდამცველებმა გ.მ.  იმავე დღეს,  თ.ა. კი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2018 წლის 6 იანვარს  ქ.თბილისში დააკავეს. გ.მ.-სბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და  მე-3 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილიჯგუფურად, ჩადენილი არაერთგზის),  ხოლო თ. ა-ს 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად)წარედგინა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 

თბილისის საქალაქო  სასამართლომ  ორივე პირი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გ.მ.-ს განაჩენთა ერთობლიობით 10 წლით, ხოლო თ.ა.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics