|
2018-09-01 18:40:19, 1600 ნახვა
საზოგადოება
სენაკში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2018 დაიწყო
სენაკში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლების “Agile Spirit 2018”-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 10 ქვეყანა მონაწილეობს. სამეთაურო-საშტაბო სწავლების გახსნა სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიულოცა და წვრთნების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სწავლების გახსნის ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო, რის შემდეგაც საბრძოლო მოქმედებებში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება 1 სექტემბრიდან - 11 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ჩატარდება. სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპული სარდლობის ლიდერობით განხორციელდება. საერთაშორისო წვრთნებს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი ხელმძღვანელობს. საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Agile Spirit 2018“ საქართველოში მერვედ იმართება. სამეთაურო-საშტაბო სწავლება კომპიუტერული სიმულაციური სისტემების (JCATS/MTWS) მხარდაჭერით, ძალების მიზიდვის გარეშე განხორციელდება. სწავლებას მხარს დაუჭერს „ნატო-საქართველოს შეფასების ერთობლივი ცენტრი“ (JTEC), სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა, სპეციალური ოპერაციების ძალები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვა. სწავლების სცენარი ემყარება თავდაცვა, შეტევისა და სტაბილურობის ოპერაციებს. 2017 წელთან შედარებით, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი 7 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, წლევანდელ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 10 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას (237 სამხედრო მოსამსახურე), ესენია: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, ლატვია, საბერძნეთი, უკრაინა, თურქეთი, ჩეხეთი, ესტონეთი. „Agile Spirit 2018“-ის მიზანია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნის მიზნით ბრიგადის დონეზე სამეთაურო-საშტაბო სწავლების დაგეგმვა და ჩატარება; ურთიერთთავსებადობის დახვეწა, სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებისა და სამეთაურო რგოლის ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესება, ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს, რეალურ დროში და მრავალეროვნულ გარემოში.
(NS)
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)