|
2015-06-05 11:57:50, 635 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი რეგიონული კონფერენციის დახურვას დაესწრო
სასტუმრო „HOLIDAY INN“-ში, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ორგანიზებით, რეგიონალური კონფერენცია დაიხურა, რომელიც კავკასიასა და შუა აზიაში საბიუჯეტო საკითხებსა და ფისკალურ პოლიტიკას მიეძღვნა. კონფერენციის დახურვას დაესწრო და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. მონაწილეებს ასევე მიმართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენლებმა. კონფერენციაზე სახელმწიფო უწყებების საჯარო მოხელეებმა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა განიხილეს საბიუჯეტო და ფისკალური პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ისეთი თემები, როგორიცაა საჯარო ფინანსების მართვა, სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგი და შეფასება და სხვა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება, საუკეთესო პრაქტიკა და რჩევები, თუ როგორ შეიმუშაონ და მართონ საჯარო ფინანსები. მონაწილეებს ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. რეგიონალურ კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთისა და აზერბაიჯანის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების, ცენტრალური ბანკის თანამშრომლები, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ეკონომისტები, პროგრამის ხელმძღვანელები.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)