|
2018-08-30 13:35:11, 1192 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს და #EqualGame-ის ჯილდოს ულოცავს
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნის გურამ კაშიასთვის უეფას მიერ დაწესებული #EqualGame-ის ჯილდოს გადაცემის ფაქტს ეხმაურება და მას თანასწორობისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილის საერთაშორისო აღიარებას ულოცავს. საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც თანასწორობის ორგანოს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დისკრიმინაციის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპები და წინასწარი განწყობებია. აღნიშნულს ადასტურებს გურამ კაშიას წინააღმდეგ მიმართული საზოგადოების ცალკეული ჯგუფების აგრესია, რომლის მიზეზი მის მიერ თანასწორობის იდეის ღიად მხარდაჭერა გახდა. "გურამ კაშიას ქმედებამ ნათლად წარმოაჩინა, თუ რა მნიშვნელოვანი წვლილი შეიძლება შეიტანოს ერთმა სიმბოლურმა ჟესტმა ჩაგრული ადამიანების მხარდაჭერის და თანასწორობის იდეის პოპულარიზაციაში. სწორედ ამიტომ, ეროვნული ნაკრების წევრობა დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. საქართველოს სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს გურამ კაშიას და საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს წარმატებებს უსურვებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია ჰომოფობიურადგანწყობილი საზოგადოების აგრესიის ობიექტი თავდაპირველად მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. 22 აგვისტოს UEFA-მ კაშიას თანასწორობის ჯილდო (Equalgame) გადასცა. ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესია ამ ჯილდომაც გამოიწვია. ამის შემდეგ კაშიამ Facebook-ის საკუთარი გვერდი გააუქმა. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია #გურამშენთანვართ
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
ცნობილი ფსიქოთერაპევტ ანატოლი კაშპიროვსკის ცხედარი მოსკოვიდან უკრაინის საზღვრისკენ გადაასვენეს, მას უკრაინაში დაკრძალავდნ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)