|
2018-08-27 13:31:13, 2081 ნახვა
პოლიტიკა
„ხელისუფლება არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება“ - ოპოზიცია ფარულ აუდიო და ვიდეომასალას აქვეყნებს
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენლის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება. ოპოზიციამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აუდიო ჩანაწერები გაასაჯაროვა, სადაც მათი თქმით, ნათლად ჩანს, რომ კომისიების ნეიტრალური კვოტა მმართველი პარტიისადმი ლოიალური კადრებით ივსება. "ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ პრაქტიკულად, უპრეცედენტო დაბალი რეიტინგის ფონზე საარჩევნო ადმინისტრაცია პირდაპირ უხეშად თანამშრომლობს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბთან და მათი დირექტივებით მოქმედებს. ჩანაწერებში საუბარი არის, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირდაპირ კონტაქტზეა "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის კრწანისის საოლქო კომისიების კურატორ ნინო მაისურაძესთან. ჩანაწერებში ასევე საუბარია, რომ მათ აქტიური თანამშრომლობა აქვთ ალეკო ცხოვრებაძესთან, რომელიც არის "ქართული ოცნების" შტაბის თბილისის კომისიების კოორდინატორი. ასევე საუბარია იმაზე, რომ კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-4, მე-10, მე-16 უბნის თავმჯდომარეები პირდაპირ ადასტურებენ იმას, რომ ისინი იქნებიან კომისიის თავმჯდომარეები და მოადგილეები მაშინ, როდესაც თანამდებობის პირების არჩევა უნდა მოხდეს ერთი თვის შემდეგ საუბნო კომისიის წევრების დანიშვნიდან. აღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, გადადგეს თანამდებობიდან, რადგან ეს არის კრახი და ფაქტობრივად, საარჩევნო ადმინისტრაციების ნდობის ჩამოშლა. ის რაც ხდება კრწანისის საარჩევნო ოლქში პრაქტიკულად ხდება ყველა საარჩევნო ოლქში. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება საარჩევნო ადმინისტრაციების და "ქართული ოცნების " საარჩევნო შტაბის თანამშრომლობა. გარდა ამისა, უნდა დადგეს კრწანისის საოლქო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი და უნდა მოვუწოდოთ ყველა საოლქო კომისიას, რომ არ დაუშვან "ქართული ოცნების" სააჩევნო შტაბიდან მოწოდებული სიებით საუბნო კომისიების არჩევა. ასევე უნდა მოახდინონ კონკურსის ღია წესით ჩატარება. ასევე უნდა მოხდეს ამ გასაუბრებების ჩანაწერების პირდაპირი ტრანსლირება სოციალური ქსელებით და ა.შ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს დაკარგული ნდობის ფონზე გაუჩნდეთ გარკვეული ნდობა ამ პროცესისადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ ქვეყანას დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია არ ჰყავს, არჩევნებს ატარებს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი",- განაცხადა ბეჟაშვილმა.
NYT: ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის პროექტში 20%-იან წილს მიიღებენ
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Axios: აშშ და ირანი ორდღიანი ესკალაციის შემდეგ დარტყმების გაცვლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
პუტინმა ისაუბრა უკრაინის წინადადებაზე, შეწყვიტოს შორი დისტანციის დარტყმები და სამხედრო ოპერაციები მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატაროს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)