|
2018-08-27 11:35:57, 1301 ნახვა
სამართალი
მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი მცხეთის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება. კობაურის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და კობაურის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს. მისი განცხადებით, ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობს და არ არსებობს საფუძველი, რის გამოც ის პატიმრობაში უნდა დარჩეს. „მე ვფიქრობ სანამ მისი არსებითი განხილვა გაიმართება უნდა იქნეს განთავისუფლებული იგი, აღკვეთის ღონისძიება უნდა იქნეს შეცვლილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტული და მყარი არგუმენტები, რასაც სასამართლო წესით უნდა იზიარებდეს, მით უმეტეს, ის მჭიდროდ თანამშრომლობს გამოძიებასთან“, - აღნიშნა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა მოკლულები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. 14 აგვისტოს მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კობაური ჯანმრთელია. ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)