21:50 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-27 11:16:53, 1273 ნახვა

საზოგადოება
რექტორი მოითხოვს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვები დღის ბოლომდე მოეხსნას

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ მოითხოვს, რომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები დღის ბოლომდე მოეხსნას.

მისი თქმით, დღეს ბოლო დღეა, როცა აბიტურიენტებმა საბოლოო არჩევანი უნდა გააკეთონ უნივერსიტეტის შერჩევაზე.

„გადავიხადეთ დავალიანება. ჩვენ ვითხოვთ შეისწავლონ ეს მდგომარეობა, რადგან დღეს არის ბოლო დღე სტუდენტების მხრიდან არჩევანის გაკეთების. აბიტურიენტები, რომლებმაც შემოხაზეს შავი ზღვის უნივერსიტეტი, ელოდებიან, როგორი პასუხი იქნება. ჩვენ არ მიგვიღია ოფიციალური წერილი გადაწყვეტილების შესახებ, ამიტომ არ გვაქვს უფლება აპელაციის საბჭოს მივმართოთ", - განაცხადა რექტორმა.

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული თანხა 712 000 ლარის ოდენობით გუშინ დაფარა. ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით, სწორედ ფინანსური დავალიანების გამო შეუზღუდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ცნობილი ფსიქოთერაპევტ ანატოლი კაშპიროვსკის ცხედარი მოსკოვიდან უკრაინის საზღვრისკენ გადაასვენეს, მას უკრაინაში დაკრძალავდნ
ზახაროვა პრორუსი პროპაგანდისტების სანქცირებას დიდი ბრიტანეთის მხრიდან - ეს არის საშინელი ფარისევლობა ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics