|
2015-06-04 18:57:24, 718 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ჯავახიშვილი: ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა სწორი გადაწყვეტილება იქნება
ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი მიჩნევს, რომ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუქნქციის გამოყოფა სწორი გადაწყვეტილება იქნება. ამის შესახებ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც დეპუტატები, საბანკო სექტორი და მთავრობის წევრები ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკითხს განიხილავენ. „დღევანდელ შეხვედრაზე, საბანკო სექტორთან ამ საკანონმდებლო ინიციატივას განვიხილავდით. განხილვა არ დამთავრებულა, პროცესი გრძელდება და იმედია, მხარეები კონსესუსამდე მივლენ. რაც შეეხება ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხევდველობის ფუნქციის გამოყოფას, ამ ეტაპზე ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება“, – აღნიშნა ჯავახიშვილმა. ცნობისთვის, სასტუმრო „რედისონში“ „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებების თაობაზე შეხვედრა იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)